მაქვს
პატივი შევაფასო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლშიც მონაწილეობას იღებენ 207-ე საჯარო სკოლის 8გ კლასის მოსწავლეები მათი დამრიგებლის,
ქალბატონი მანანა გადელიას ხემძღვანელობით. მათი პროექტის სახელწოდებაა „ეძიებდე და
ჰპოვებდე“ და იგი შეეხება კომპიუტერის სწავლებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს
აღნიშნულ სკოლაში. პროექტი სკოლის მოსწავლეებს
საშუალებას აძლევს მოახდინონ თავიანთი ცოდნის რეალიზება და სუბიექტური აზრის ფართო
მასებისთვის მიწოდება, არა მხოლოდ საქართვლოს მასშტაბით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
პროექტის
განხორციელებას საწყისი ეტაპიდან ვადევნებ თვალყურს და ვფიქრობ, რომ დამრიგებლისა და
ბავშვების დიდი ძალისხმვით მათ შეძლეს ცოდნის დემონსტრირება სხადასხვა საგანში. თავდაპირველად
მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, კომპიუტერის დახმარეით სკოლაში მოაწყვეს ღონისძიება,
რომელიც ითვალისწინებდა გუნდურ მუშაობას და დაფუძვნებული იყო შეჯიბრებითობის პრინციპზე.
პირველად თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საქათველოს ერთი კონკრეტული კუთხე და მისი თავისებურებები,
შემდეგ გაიმართა ბლიც გამოკითხვა და ინტელექტუალური თამაშები, რის საფუძველზეც გამოვლინდა
გამარჯვებული ჯგუფი და თითოეულ მონაწილეს დაურიგდა სიგელები. ბავშვები ახლაც დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ პროექტზე
მუშაობას და მეტი ინფორმაციის მისაღებად უკავშირდებიან უცხო ქვეყნების მოსწავლეებს
და იზიარებენ მათ გამოცდილებას, რაც ძალიან დასაფასებლია.
ვფიქრობ,
რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ჩამოუყალიბებს ლიდერული
და ჯგუფური მუშაობის კულტურას და განუვითარებს კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევებს. ვიმედოვნებ, რომ მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის
და ღირსეულ ადგილს მოიპოვებენ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ასპარეზზე.
8 მაისს მათემატიკის კათდრაზე განხილული იყო პროექტ- გაკვეთილი
Комментариев нет:
Отправить комментарий