შთაბეჭდილებები


 ჩვენ პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც ამჟამად ვართ 
ჩართულები კომპიუტერის საშუალებით  დავუკავშირდით უკრაინის მოქალაქეებს დაშას და ანნას და კითხვები დავუსვით კომპიუტერთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგად ჩვენ გავიგეთ ბევრი საინტერესო რამ კომპიუტერების გამოყენების შესახებ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ იგი. გთავაზობთ ინტერვიუებს დაშასა და ანასთან.


-         ანა რომელ სკოლაში სწავლობ და მერამდენე კლასში ხარ?
-         მე ვსწავლობ 269-ე საჯარო ფრანგულ სკოლაში და  მე-10 კლასში ვარ .
-         კომპიუტერის გამოყენებით პრეზენტაციებს აკეთებ?
-         დიახ, მე სკოლის პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემს ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენს
-         თუ შეგიძლაით გაიხსენოთ ბოლო პრეზენტაცია რომელიც გააკეთეთ?
-         ბოლო პრეზენტაცია რომელიც მე გავაკეთე ეხებოდა მეგობრობას და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოც გამოვიდა.
-         წეღან გვითხარი, რომ სკოლის პრეზიდენტი ხარ, თუ შეგიძლია მოკლედ გვითხრა რა შეადგენს შენს მოვალეობებს?
-         ჩემს მოვალეობებს შეადგენს მინისტრების მართვა და სკოლაში მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს შექმნა, მე უნდა გავიგო თუ რა აწუხებთ მათ, როგორც მოსწავლეებს და შევეცადო მათ გამოსწორებას, ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი სკოლა მუდმივად ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს და მათ უგზავნის სხვადასხვა საჭირო ნივთებს, რომლების მოპოვებაც შეძლებისდაგვარად ხერხდება, სწორედ ამ და სხვა მრავალი ასეთი ღონისძიებების ორგანიზაცია მევალება.
-         კომპიუტერზე მასწავლებლები თუ გაძლევენ რაიმე სახის სამუშაოებს? 
-         დიახ, საკმაოდ ხშირად. მაგ: მოსაძიებელს, პრეზენტაციებს და ა.შ.
-         შენს სკოლაში არის თუ არა კომპიუტერები საკმარისი რაოდენობით რათა ყოველმა მოსწავლემ კარგად შეისწავლოს იგი?
-         დიახ. ჩვენთან ისევე როგორც მანდ საქართველოში პირველკლასელებს კომპიუტერით ასწავლიან, ხოლო, რაც შეეხება მაღალკლასელებს მათთვის არის ინფორმატიკის ოთახი, სადაც კომპიუტერებია განთავსებული.
-         თქვენი სკოლა სხვა ახალი ტექნოლოგიებით თუ არის აღჭურვილი?
-         დიახ, ჩვენთან თითოეულ კლასში განთავსებული არის ტელევიზორი, კომპიუტერი, პრინტერი და რადიო, ხოლო ქიმიის. ბიოლოგიისა და ფიზიკის ოთახებში მოთავსებულია სენსორული დაფები.
-         ბავშვები დაინტერესებულები არიან პრეზენტაციებით?
-         სიმართლე რომ გითხრათ უმეტესობა  ინტერნეტში შესვლას და თამაშს არჩევს შემეცნებითი პრეზენტაციების კეთებას მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ მათი გაკეთების მსურველთა რაოდენობა თანდათან მატულობს.
-         მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვი და იმედი გამოვთქვა რომ ჩვენი გზები მომავალშიც გადაიკვეთება.
-         მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ მოგვიწევს ერთად მუშაობა.






http://youtu.be/elOh_TqCdeY

http://www.youtube.com/watch?v=_YDJKNkr2jU&feature=youtu.be

-         დაშა სად ცხოვრობ და სწავლობ?
-         მე ვცხოვრობ კიევში და ვსწავლობ უნივერსიტეტში.
-         როგორ იყენებ კომპიუტერს?
-         კომპიუტერს უფრო ხშირად ახლობლებთან დასაკავშირებლად და კონტაქტის მიზნით ვიყენებ თუმცა ხშირად არის ის ჩემთვის ინფორმაციის წყარო, ასევე ვაკეთებ სხვადასხვა პრეზენტაციებს და ვიყენებ მას შემეცნების მიზნით.
-         სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებლები გავალებდნენ კომპიუტერის დახმარებით პრეზენტაციის გაკეთებას?
-         სამწუხაროდ არა. მაშინ როდესაც მე სკოლა დავამთავრე კომპიუტერის საშუალებით პრეზენტაციების გაკეთება არ იყო ისეთი  გავრცელებული, როგორც ახლა და მათი კომპიუტერში გაკეთება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვისწავლე.
-         რამდენი წლის იყავი როდესაც კომპიუტერის გამოყენება დაიწყე და როგორ ფიქრობ პირველი კლასელები უნდა სწავლობდნენ თუ არა კომპიუტერით?
-         კომპიუტერის გამოყენება 8 წლის ასაკში დავიწყე. ხოლო რაც შეეხება პიველკლასელებში კომპიუტერის მეშვეობით სწავლას ვფიქრობ ეს გამართლებულიც არის და ამასთანავე მავნეც, იმიტომ რომ ის ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს და ასევე მათ ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებს.
-         რა პროგრამებს იყენებთ?
-         ხშირად ვიყენებ word-ს და  powerpoint-ს
-         სკოლაში  ხელს გიწყობდნენ კომპიუტერის სწავლაში?
-         დიახ, ცვენ გვქონდა ბევრი კომპიუტერი და შეგვეძლო ნებისმიერ დროს გამოგვეყენა ისინი.
-         მადლობთ რომ დაგვთანხმდით ინტერვიუს ჩაწერაზე.
-         არაფერს, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენთან თანამშრომლობა.
  


VIII -გ კლასში ჩატარდა ვიქტორინა, რომელსაც მე ვესწრებოდი. ჩემზე ამ დღემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იყო ძალიან  ენერგიული და შემეცნებითი გაკვეთილი. ვუყურებდი და მეც მინდოდა მონაწილეობის მიღება. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან ენერგიული დამრიგებლის დამსახურებაა. ვისურვებდი ჩვენს კლასშიც ჩატარებულიყო მსგავსი გაკვეთილები. ძალიან გამიხარდა ,,შერეკილების'' გამარჯვება. ამ გაკვეთილმა ბავშვებს ბევრი რამ ასწავლა, დანარჩენმა ორმაც დიდ წარმატებას მიაღწია,რადგან მათ ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ პირველები ყოფილიყვნენ. 
მარიამ მანია VIII- ბ კლასის მოსწავლე



 ანა რურუა - პროექტი ძალიან აზარტული და მხიარული იყო. ვისწავლე ბევრი რამ, რაც არ ვიცოდი. ამ პროექტის წყალობით ვისწავლე სლაიდშოუს  გაკეთება. მე ძალიან მომეწონა პროექტი. როდესაც ამ პროექტისათვის ვემზადებოდი და ვეძებდი ინფორმაციებს აფხაზეის შესახებ, ვიპოვე ქალი რომელიც თავდადებით იბრძოდა, საუბრისას მან ტირილი დაიწყო და თქვა - ,, დავაგვიანეთო".  მან იგულისხმა მომენტი როდესაც ქართველები მოედანზე დახოცეს.
ძალიან დიდი ცოდნა მივიღე ამ პროექტით და ვფიქრობ ხშირად უნდა ჩატარდეს მსგავსი პროექტები
   გუნდი ,,თავისუფალი თაობა"   -წავაგეთ, მაგრამ გული არ დაგვწყვეტია. მთავარი გამარჯვება არ არის. თუმცა გაგვიხარდებოდა,რომ მოგვეგო
- გართობა სახალისო იყო
- გამოცდილება მივიღეთ, გავიგეთ ის რაც არ ვიცოდით და გამოვიყენებთ მომავალშიიც
-გავიგეთ აფხაზეთზე და ახაზეთის ომზე ბევრი საინტერესო რამ...
- ნერვიულობა, როდესაც ქულებს წერდნენ
გუნდი   ,,ფენიქსი'' - ჩემი აზრით ეს იყო ძალიან კარგი პროექტი და გაიმარჯვა მეგობრობამ
- არ იყო საჯარიმო  ქულები წამოძახილისთვის!   ისე კი ძალიან მომეწონა! 
-უსამართლოდ წავაგეთ
- თავიდან მოსაწყენი იყო, მერე ცოტა აზარტში შევედით და ბოლოს წავაგეთ. მაგრამ ვიცი რომ ჩვენ ვიყავით მოგების ღირსი
- ჩემი აზრით ნორმალური პროექტი იყო
გუნდი ,,შერეკილები"  -ძალიან კარგი იყო თან მოვიგეთ!!!
მაგარი თამაში იყო... კიდევ იყოს კიდევ მოვიგებთ!
ძალიან მაგარი იყო!
მოვიგეთ !! მგარიაააააააა
ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან აზარტული და გასართობი იყო                                                                            














Комментариев нет:

Отправить комментарий