суббота, 20 апреля 2013 г.

 პროექტი განთავსებულია  Microsoft Educator Network -ის რესურსებში
http://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/57d812a4-b142-4dc9-be2a-42af4d5a0b93

პროექტის გეგმა

პროექტი- ეძიებდე და ჰპოვებდე
პრობლემა-რატომ არ ვსწავლობთ მერვე კლასელები ისტ-ს?
მნიშვნელობა- ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტური გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი წყალობით  ადამიანი მოიპოვებს უამრავ    სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

სამიზნე ჯგუფი-მერვე კლასი
პროექტის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ტექნოლოგიების გამოყენება ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავების და პრეზენტაციებისათვის, პრაქტიკული საქმიანობისათვის; ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი საჭიროების ჩვენება, ( რაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში).
      თანამშრომლობისა და წამატებისაკენ სწრაფვის უნარის განვითარება, გამომუშავება (შეჯიბრი ან კონკურენცია სტიმულს აძლევს განვითარებას, პროგრესს)
      საქართველოს ეთნოგრაფიული მრავალფეროვნების გაცნობა;   
       საკომუნიკაციო უნარ ჩვევების განვითარება
ვადები-ერთი თვე
რესურსები:- ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატი, ინტერნეტი, სხვადასხვა ფერის სტიკერი, მარკერი, ფერადი ფურცლები, საპრეზენტაციო ფურცელი, კონვერტები
ამოცანები- კლასის დაყოფა ჯგუფებად,  თემის არჩევა, საშინაო დავალების განაწილება    კატეგორიოების არჩევა, გუნდების სახელების შეჩევა, სამკერდე ნიშნებისა და დიზაინის არჩევა, რესურსების მოძიება;                                                                                                                    მასალის მოძიება,  გაცნობა, შესწავლა, დახარისხება, შერჩევა, ინტერვიუები, საპრეზენტაციო მასალის მომზადება, საშინაო დავალების ეტაპობრივად შემოწმება, საგნის მასწავლებლებთან ერთად კითხვების შეჩევა; საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
შედეგი- პრეზენტაცია  პროექტგაკვეთილი, ბლოგზე განთავსება, საუკეთესო პრეზენტაციის ავტორისა და პრეზენტატორის დაჯილდოება, პროექტის მომზადების, ჩატარების გაცნობა–გაზიარება კოლეგებთან; მოსწავლე შეძლებს  ქსელური ძიების გამოყენებას, ტექსტის ელექტრონულ დამუშავებას, პრეზენტაციის მომზადებას;
ეფასება-პროექტის პროცესისა და შედეგის შეფასების რუბრიკები
ახალი პროექტის დაგეგმვა-ამავე პროექტის მეორე ეტაპი: საქართველოს ძველი და ახალიკულტურული ძეგლები საზღვარგარეთ